istoriuli soflebi  
  
 
 
 

dudaiTi
ადრინდელი სახელი დუდაითიყაუ (ოს. Дудайтыхъæу) - ყოფილი სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში (ყოფ. ზახორის თემი).

მდებარეობს ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 839 მ-ზე. ახალგორიდან დაშორებულია 60 კმ-ით, კასპიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ-ით.

1922 წლიდან სოფელი შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში. 1989 წლის უკანასკნელი საბჭოთა აღწერით სოფელში იყო 59 მცხოვრები, ძირითადად ოსები. 1990-იანი წლებიდან დუდაითი ახალგორის რაიონის დასავლეთი ნაწილის ზოგიერთ დასახლებასთან ერთად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა დარჩა. სოფელი ამჟამად მოსახლეობისგან დაცლილია, დასახლების სტატუსი აღარ გააჩნია.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.


მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05`20″ ჩ. გ. 44°22`50″ ა. გ.
მოსახლეობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 342